ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოში

ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლად ინიშნება

ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლად ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია ოქრუაშვილმა გორის საკრებულოში ყოფნისას დაადასტურა.

ქართული პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ამ წუთებში საკრებულოს თავმჯდომარეს ილია მეტრეველს ხვდება, რომელიც მისი თანაპარტიელია.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა მოქმედ მრჩევლებს დღეს სამსახურის დატოვება მოსთხოვა.

კომენტარები