არჩილ ტარუაშვილი

წიკლაური: არჩილ ტარუაშვილი გაზპრომზე აქციაში მონაწილეობის გამო გაჩხრიკეს

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გიგა ბოკერია და ნუგზარ წიკლაური დღეს გორის რაიონის სოფელ საქაშეთში ჩავიდნენ და არჩილ ტარუაშვილს მხარდაჭერა აღუთქვეს. ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი და მისი ახლობლები გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაჩხრიკა. მიზეზად ოპერატიული ინფორმაცია დასახელდა. თუმცა, რას ეძებდნენ სამართალდამცველები, ტარუაშვილს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

საქაშეთში ყოფნისას კომენტარი გააკეთა გიგა ბოკერიამ. "გვყავს მთავრობა და რეჟიმი, რომელიც ემსახურება ერთ კაცს, ივანიშვილს და საკუთარი საქმის კეთების ნაცვლად დაკავებულია ამ კაცისთვის სიამოვნების მინიჭებით, ან იმ ადამიანების დევნით, ვინც ამაზე ხმას იღებს, ამ უბედურებაზე, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება და ეს მაგის მაგალითია, რომ პოლიციელებს აიძულებენ, კრიმინალთან ბრძოლის და ხალხის დაცვის მაგივრად ამ მავნებლობით დაკავდნენ", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ნუგზარ წიკლაურის თქმით კი, "არჩილ ტარუაშვილს ათობით სპეცრაზმელი და პოლიციელი სახლში შეუვარდა გაზპრომის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობისთვის."

კომენტარები