მიწების რეგისტრაცია

კომიტეტმა ენმ-ის ინიციატივას დაურეგისტრირებელ მიწებზე მხარი არ დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაურეგისტრირებელი მიწების შესახებ საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. პროექტის მიხედვით, მთავრობამ მიწების აზომვისა და რეგისტრაციის საფასური უნდა დააფინანსოს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მხარდაჭერაზე უარი იმიტომ თქვეს, რომ პარლამენტში რამდენიმე მსგავსი ინიციატივაა შესული. ფოფხაძე ამბობს, რომ ავტორებმა იდეები უნდა შეაჯერონ და პარლამენტს პროექტი თავიდან წარუდგინონ. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კი ნაციონალური მოძრაობის საკანონმდებლო ინიციატივის შინაარს მხარს უჭერს და ამბობს, რომ მიწების რეგისტრაცია მაქსიმალურად 

კანონპროექტის ავტორების გიგი წერეთლისა და გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ინიციატივის განხილვისას უმრავლესობა მათ წინადადებას დადებითად აფასებდა, თუმცა კენჭისყრის დროს მათი მხარდაჭერა ვერ მიიღეს. თავისუფალი დემოკრატები კი, ნაციონალურ მოძრაობას ინიციატივების მოპარვაში ადანაშაულებენ.

მთავრობამ გასული წლის ბოლო კვირას პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც მას დაურეგისტრირებელი მიწების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის საშუალებას აძლევს. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც ვერ შეაგროვებენ მათ ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მიწების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას, მაღალი ალბათობით საკუთრებას დაკარგავენ. კანონპროექტმა უარყოფითი შეფასებები უკვე დაიმსახურა, რის გამოც მთავრობა მასში ცვლილებების შეტანას გეგმავს. პარლამენტში მიწების შესახებ პროექტი ახალი პოლიტიკური ცენტრის დეპუტატებსაც აქვთ შეტანილი.

 

კომენტარები