მასწავლებელთა პროფესიული გამოცდა

სანიკიძე მასწავლებლებზე: მდგომარეობა სახარბიელო არ არის, მაგრამ არც სავალალოა

რა თქმა უნდა, შედეგები არ არის ნამდვილად სახარბიელო, მაგრამ ამ ეტაპზე, უკეთესის მოლოდინი ნამდვილად არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლებიდან მოყოლებული, ეს პრობლემა არსებობდა. ამიტომაც, სახელმწიფომ შეცვალა თავიდან ბოლომდე პედაგოგების მომზადების ხელშეწყობის სისტემა, რომლისთვისაც შექმნა ის სისტემა, რომლის ფარგლებშიც, ყველა მასწავლებელს უკვე თანაბრად ექნება საშუალება, რომ მათთვის საჭიროებებზე მორგებული გადამზადება გაიაროს. ეს სისტემა ამოქმედდა 2015 წლის სექტემბრიდან. პირველად, სისტემის ფარგლებში ჩატარდა 2016 წლის ზამთარში ტესტირება ანუ გამოცდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ტესტის ჩაბარების უფლება მასწავლებელს აქვს კიდევ სამი წლის განმავლობაში და წელიწადში ორჯერ, გადამზადების კვალდაკვალ, ისინი შეძლებენ, რომ ჩააბარონ საგნობრივი ტესტი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩვენ დაწვრილებით გავიარეთ შედეგები და არის საკმაოდ დიდი რაოდენობა მასწავლებლებისა, რომლებსაც დააკლდათ 0.5, 1, 2 ქულა. ისინი პოტენციურად  არიან შემდეგ საგამოცდო სეზონზე გამოცდის ჩამბარებლები. ამიტომ, მდგომარეობა სახარბიელო არ არის, მაგრამ არც ისე სავალალო მდგომარეობაში ვართ, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა გამოსავალი სახელმწიფომ მოძებნა და სისტემა შეცვალა. 

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ინფორმაციაზე, რომ მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.

კომენტარები