საკადრო ცვლილებები

მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლს ახალი რწმუნებული და გუბერნატორი ჰყავს

radiotavisupleba.ge

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ორ რეგიონში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. "თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს. შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა", - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, ხოლო - შიდა ქართლში გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს.

კომენტარები