სავიზო რეჟიმი რუსეთთან

აბაშიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმი მოიხსნას

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში გრიგორი კარასინს 16 მარტს შეხვდება. აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ისაუბრებენ.

"საუბარი გვექნება სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, არ გამოვრიცხავთ, რომ წელს სავიზო რეჟიმი მოიხსნას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, საგარეო უწყებამაც გააკეთა შესაბამისი კომენტარი", - თქვა აბაშიძემ.

კომენტარები