სავიზო რეჟიმი რუსეთთან

აბაშიძე: გაგრძელდება მუშაობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებისთვის

მე და კარასინს ვიზების გამარტივებაზე გვქონდა საუბარი პრაღაში, ჩვენს ორმხრივ დიალოგის ფორმატში. ვიცოდით, რომ რუსეთის მხარე ამზადებდა ასეთ გადაწყვეტილებას. საუბარია იმაზე, რომ გაიცემა სხვადასხვა სახის ვიზები - სამუშაო, საქმიანი, ჰუმანიტარული, კერძო. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი და მრავალჯერადი და ა.შ. ასევე ნათქვამია, რომ გაგრძელდება მუშაობა სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების მაქსიმალური თავისუფლება.

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე.

კომენტარები