თაღლითობის ბრალდებით, გორის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, ტ. ლ. დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ისარგებლა ძველი სამსახურებრივი მდგომარეობით და მოქალაქეს მოატყუა, თითქოს კვლავ მუშაობდა გორის გამგეობაში მაღალ თანამდებობაზე. მან მოქალაქეს სასურველი მიწის ნაკვეთის შესყიდვაში დახმარების, კერძოდ, შეღავათიან ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოსთხოვა 18 000 აშშ დოლარი, ხოლო წინასწარ მოტყუებით გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი 9 000 აშშ დოლარი.

დაკავებულს ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები