ტექნოლოგიები

საქართველოში დამზადებული ტელევიზორები ბაზარზე მაისიდან გამოჩნდება

4K ტელევიზორი
ytimg.com

2016 წლის მაისიდან ბაზარზე საქართველოში დამზადებული LED ტელევიზორები გამოჩნდება. ტელევიზორების წარმოების დაწყებას კომპანია AG Microelectronics-ი გეგმავს. რუსთავში მდებარე კომპანია დღეისთვის რამდენიმე დასახელების პროდუქტს, მათ შორის სეტ ტოპ ბოქსებს, LED ნათურებსა და სხვადასხვა სახის ციფრულ მიმღებებს აწარმოებს. 

2015 წელს საქართველოში $55 მილიონის ღირებულების ტელევიზორები გაიყიდა, მათი 100% იმპორტირებული იყო. საქართველოში დამზადებული ტელევიზორები სავრაუდოდ ყველაზე მოთხოვნად საშუალო და დაბალი საფასო კატეგორიის ნიშანს დაიკავებენ. 

ქარხანამ ენერგოეფექტური ნათურების წარმოება 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და დღეისათვის თვეში 20 000 სხვადასხვა სიმძლავრის ნათურას აწარმოებს. აღნიშნული პროდუქცია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია წარმოების გაფართოება. შედეგად, წლის განმავლობაში 1 მილიონამდე ნათურის წარმოება იქნება შესაძლებელი, რომლის დიდი ნაწილის ექსპორტზე გატანაა დაგეგმილი.

AG Microelectronics-ში დღეისთვის 50 ადამიანი მუშაობს, ქარხანა ქართული და აზერბაიჯანული $3-მილიონიანი ინვესტიციის შედეგად აშენდა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის კიდევ ერთი საწარმო საქართველოში ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებობს და ის პროდუქციას Fresh-ის ბრენდის სახელით აწარმოებს. 

კომენტარები