კარგია ის ახალი ამბავი, რომელიც გავიგეთ აზერბაიჯანიდან. კარგია, რომ ინფორმაცია, რომელიც ტაბულამ გაავრცელა, დადასტურდა. თუმცა, ეს არ არის გადაწყვეტილი საკითხი. კალაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანთან თითქმის მიღწეულია ეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველოს გაზის დანაკლისი, რომელიც აქვს, სრულად დაიფარება აზერბაიჯანიდან. როდესაც ეს საკითხი დასრულდება, ეს იქნება გამარჯვება ქართული საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც მიიჩნევს, რომ გაზპრომი არის არასასურველი პარტნიორი საქართველოსთვის და გაზპრომი შეიცავს საფრთხეებს. თუმცა, ეს მოხდა საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგად. რადგან საბოლოო მიზანი ჯერ მიღწეული არ არის, პირველი სერიაა და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, საზოგადოება არ უნდა მოდუნდეს, წნეხი მეტად უნდა გააძლიეროს, იმისათვის, რომ ეს შედეგი მივიღოთ, შედეგი, რომლის მიხედვითაც მცირდება გაზპრომის გავლენები ქართულ ბაზარზე და, ზოგადად, კავკასიაზე. გაზპრომი ცდილობს, საქართველოს ხელისუფლება წაიყვანოს ისეთ გარიგებაზე[მონეტიზაცია], რომელიც წამგებიანია საქართველოსთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა საქართველოს საზოგადოების მხრიდან წნეხი, აქამდე დათანხმდებოდა საქართველოს ხელისუფლება გაზპრომს.
tbl.ge/1qw
დაკოპირდა
საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენელი გიორგი რუხაძე ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.
ამავე თემაზე
- ბოკერია გაზპრომზე: ქვეყნის ინტერესების დაცვა ან არ შეძელით, ან კორუფციით დათმეთ
- ენმ გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
- რატიანი: მოვითხოვთ ნდობის ჯგუფის შექმნას, რათა ვნახოთ გაზპრომთან ხელშეკრულება
- ენმ-ის წევრებმა კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს
- პრეზიდენტი: Gazprom-თან ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა