ქორწინება

იურიდიულმა კომიტეტმა ქორწინებაზე საკონსტიტუციო წინადადება არ განიხილა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ განიხილა ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინებას ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრავს. ორგანიზაცია "დაიცავი შენი უფლებების"  წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კომიტეტმა უარყოფითად ცნო.

კომიტეტის უარყოფითი დასკვნის მიზეზი კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების პროცედურებს უკავშირდება. კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, კომიტეტს საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევის და პარლამენტისთვის მისი წარდგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ამის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და 200 ათასს ამომრჩეველს.

ვახტანგ ხმალაძემ ისიც აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკონონმდებლო წინადადებას თან ერთვის პარლამენტის 150 წევრის სია, სადაც მითითებულია, რომ პროექტზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება პარლამენტის წევრებს ენიჭება, თუმცა მასზე არც ერთი დეპუტატის ხელმოწერა არ არის.

კომენტარები