საგარეჯოს არჩევნების გამოძიება

ხიდაშელი: პროკურატურამ არჩევნების სისტემის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა

საგარეჯოს არჩევნები 4 აქტით არის გამაგრებული : საოლქო კომისიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, რაიონული სასამართლოს და საოლქო სასამართლოს. პროკურატურამ მთელი სისტემა, მთელი ხაზი, რომელიც მუშაობს არჩევნების დროს და რომელიც არჩევნებს ლეგიტიმაციას ბსძენს ეჭვქვეშ დააყენა. ეს არის აქ ჩემთვის პრობლემა. მე მგონია, რომ შოთაძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება. იმდენად მარტივი საქმეა და ეს საქმე ყველამ იცოდა, მათ შორის შოთაძემაც თუ ის დაინტერესებული იყო. აი ცუდი ამბით, რომ წავიდეთ შოთაძეს ვიღაცამ დაავალა და ჩემი დაჭერა უნდათ. იმდენად მარტივი საქმეა, მაშინ ხო უნდა სცოდნოდათ რაზე მიდიოდა, რომ ამ საქმეს მარცხნიდან, მარჯვნიდან, წინიდან, ზევიდან, ვერსაიდან კუდს ვერ მოაბამ. ეს არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაცია. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები