მე და საზოგადოება

ვოლსკი: "მე და საზოგადოება" სექსუალური თემებისგან საერთოდ უნდა გაიწმინდოს

რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ეს საგანი, რომ აზერბაიჯანელმა ბავშვმა, რომელიც დღეს აბსოლუტურად არ არის ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში, იცოდეს, საიდან მოხვდა ამ ქვეყანაში, იცოდეს, მისი წინაპრები როგორ იბრძოდნენ საქართველოსთვის თუ გინდა ერეკლე მეფის დაცვის გვარდიაში. უნდა იცოდნენ, დავით აღმაშენებელი როგორი კაცი იყო, რომელიც გაცილებით უკეთ ფლობდა ყურანის საფუძვლებს, ვიდრე ბევრი სხვა ადამიანი. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ამ საგნის სწავლა არის არათუ აუცილებელი, არამედ გუშინ უნდა დაგვწყო. ეს არის საკითხი, როდესაც ბავშვს არა მარტო ჰიგიენას და საპნით ხელის დაბანას ვასწავლით, არამედ, როგორ უნდა იჯდე მაგიდასთან... როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს თუნდაც გოგონებთან, და თმების მოქაჩვის გარდა, კიდევ არსებობს ურთიერთობები - კეთილშობილების, ღირსების... მხოლოდ მერვე კლასში იწყება "ვეფხისტყაოსნის" შესწავლა. მერვეკლასელი ბავშვი უკვე მზად უნდა იყოს და უნდა იცოდეს, რაზე ელაპარაკება შოთა თავის მოქარგული ენით... უნდა იცოდეს, რა არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ თვითონ საკითხი, რასაც ჰქვია გენდერის თემა, ყველანაირი სექსუალური თემები, საერთოდ უნდა გაიწმინდოს... სადაც მეთოდოლოგიასა და სტანდარტშია, იქაც არ უნდა იყოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებაზე მსჯელობენ.

კომენტარები