მე და საზოგადოება

ფალავანდიშვილი: სტროფებს შორის ჰომოსექსუალური თემატიკის შემოტანის საშიშროებაა

რატომ ვიღვწით ჩვენ - რას ვიცავთ? საქმე იმაშია, რომ ამ საგანში, ამ სტანდარტშიც კი, რომელშიც მრავლად იყო სიტყვა გენდერი, სტროფებს შორის იკითხება საშიშროება ჰომოსექსუალური თემატიკის შემოტანისა. ამას რა განსაკუთრებული ახსნა უნდა, აგერ, ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტში გაიმართა ლგბტ კონფერენცია, ვერ გაიმართა, კიდევ კაი, ხალხი შეეწინააღმდეგა. ანუ ეს, ჰომოსექსუალური მოძრაობა დაწყებულია. ვთქვათ, სტანდარტში წერია სიტყვა მრავალფეროვნება, სხვათა მიმღებლობა, თემი, ბევრი საკითხი. ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ამ ტერმინების ქვეშ ჰომოსექსუალური ახსნა არ იქნება. რატომ არ გვაქვს?... თუ ისინი ამას ემიჯნებიან, მაშინ, პასუხი გაგვცენ კითხვაზე - ეწინააღმდეგებიან თუ არა ჰომოსექსუალური თემატიკის შეტანას საშუალო სკოლებში. მათთვის მიუღებელი და გარყვნილებაა თუ არა ეს ფაქტი. 

ფილოლოგი გურამ ფალავანდიშვილი პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგებს განიხილავენ, მათ შორის, საგანს - მე და საზოგადოება.

კომენტარები