მე და საზოგადოება

ბაღათურია მე და საზოგადოებაზე: ძალიან ბევრია ოჯახში ხელის ფათური

რა მიზანი აქვს ამ პროგრამის შემოღებას, რატომ ვანერვიულებთ ასე ხანგრძლივად საზოგადოებას და თქვენც რატომ იღლებით განათლების სისტემის ხელმძღვანელები? მეორე, ამ პროგრამით, ძალიან ბევრია ოჯახში ხელის ფათური. პედაგოგი ოჯახზე ლაპარაკის დროს, ბავშვისგან ძალიან ბევრ ინფორმაციას მიიღებს ოჯახში მიმდინარე პროცესებზე, რაიმე ოჯახურ კონფლიქტზე. ასევე მაინტერესებს, პროგრამაში როგორ იქნება ბავშვისთვის განმარტებული - რა არის ოჯახი, ვისი და ვისი კავშირია ოჯახი? პროგრამაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად არის გამოტანილი ღირებულებები, კულტურა, ზნეიობრივი კატეგორიები, მრავალფეროვნება... აი, რა მრავალფეროვნება იგულისხმება? ხშირად მრავალფეროვნებასა და თანასწორობაში იგულისხმება ჰომოსექსუალური მიდრეკილებები ადამიანების და რომ ისინიც თანასწორები არიან. ეს იგულისხმება თუ არა და რატომ არის ასე ბუნდოვნად, თუ ეს არ იგულისხმება?

ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, საზოგადოებრივი მეცნიერებების პროგრამის, მათ შორის, საგან "მე და საზოგადოების" განხილვაზე.

კომენტარები