ბექა მინდიაშვილი

მინდიაშვილი: თავისუფლება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც გაქვს საკუთრება

ჯონ ლოკს მიაჩნდა, რომ ადამიანს სამი ფუნდამენტური უფლება აქვს: სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება. სიცოცხლე მხოლოდ მაშინაა დაცული, როცა თავისუფალი ხარ, ხოლო თავისუფლება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც გაქვს საკუთრება, - მესაკუთრე ხარ ("თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები"). უკლებლივ ყველა სოციალისტურმა დიქტატურამ ჯერ გააუქმა საკუთრების უფლება, რასაც თავისუფლების მოსპობა მოყვა, თავისუფლების გაქრობის შედეგად კი მიზანმიმართულად განადგურდა 100 მილიონზე მეტი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე. როცა ჩვენი წითელი და ყავისფერი პროფესორები, მღვდლები თუ "ჯერ პატარა ბავშვები" კოპებშეკრულები მიგითითებენ, რა და როგორ უნდა იწამო, იფიქრო, თქვა, დაწერო, რის მიმართ უნდა იყო სოლიდარული, რაზე შეგტკიოდეს გული ან სად და რომელ აქციაზე იდგე - ამ გამოშვერილ თითებს, საბოლოო ჯამში, შენი საკუთრებისა და თავისუფლების გადახაზვაც უნდათ.

ბექა მინდიაშვილი Facebook-ში.

კომენტარები