ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ბაქრაძე პეტრიაშვილის დაჭრაზე: ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენული ვითარებაა

რაც არ უნდა იდგეს ამ კონკრეტული ფაქტის უკან, ფაქტი არის ერთი - ქვეყანაში არის უმძიმესი კრიმინოგენული ვითარება. დღე არ გადის, რომ არ მოხდეს ძალიან მძიმე დანაშაული და ეს არის პირდაპირი შედეგი ამ ხელისუფლების პოლიტიკის, დაუსჯელი ძალადობის, წახალისებული აგრესიის, პოლიტიკურ ოპონენტებზე შეტევის, ციხიდან ადამიანების გამოშვების თანხის საფასურად. აი, ამ ყველაფრის შედეგი გახლავს ის ვითარება, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. მე ჯერ არ ვიცი, კონკრეტულად რა მიზეზი იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დღის 12 საათზე თბილისში, სასაფლაოზე, იარაღის გამოყენებით ხდება ადამიანის დაცხრილვა, ეს არის უმძიმესი ფაქტი

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაზე

კომენტარები