სამინისტრო სოკარის ახალ შემოთავაზებას არც ადასტურებს და არც უარყოფს

ენერგეტიკის სამინისტრო ტაბულას ინფორმაციას სოკარის ახალ შემოთავაზებასთან დაკავშირებთ არც ადასტურებს და არც უარყოფს. ტაბულას ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცნობა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარი საქართველოს, საჭიროების მიხედვით, 500 მილიონი კუბური მეტრით უზრდის გაზმომარაგებას და მის მოწოდებას შაჰ-დენიზის მილსადენით უზრუნველყოფს. ამას გარდა, სოკარი ფასის შესამცირებლადაც მზად არის.

ტაბულა ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილისგან, მარიამ ვალიშვილისგან ცდილობდა ამ შემოთავაზებასთან დაკავშირებით კომენტარის მიღებას, თუმცა ვალიშვილმა დღეს კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ენერგეტიკის სამინისტრო კი ამ შემოთავაზებას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

კომენტარები