აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

რესპუბლიკელებიდან ნევადის კოკუსში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის შტატ ნევადის კოკუსში გაიმარჯვა. მას უკვე სამი გამარჯვება აქვს ნიუ ჰემფშირსა და სამხრეთ კაროლინაში გამარჯვებების შემდეგ. მომდევნო ადგილებზე სენატორები მარკო რუბიო და ტედ კრუზი გავიდნენ. ტრამპმა ხმათა 42.86% დააგროვა, რუბიომ - 23.77%, ხოლო კრუზმა - 23.71%.

გასულ შაბათს ნევადაში დემოკრატებიდან ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა.

27 თებერვალს სამხრეთ კაროლინაში პრაიმერს დემოკრატებიც ჩაატარებენ. 1 მარტს კი, აშშ-ის 15 შტატში გამოავლენენ რჩეულებს.

18-21 ივლისს რესპუბლიკელები საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს აირჩევენ, 25-28 ივლისს კი დემოკრატები.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები