ბრიტანეთის რეფერენდუმი

ევროპოლი: დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის გარეშე ტერორიზმთან ბრძოლა გაუჭირდება

Martijn Beekman / EPA

ევროპოლის ხელმძღვანელის რობ უეინრაითის განცხადებით, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ბრიტანელ სამართალდამცველებს გაუჭირდებათ საკუთარი მოქალაქეების დაცვა ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმისგან.

„თუკი თქვენ დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებს წაართმევთ წვდომას იმ ინფრასტრუქტურისადმი, რომლის შექმნაშიც ისინი 40 წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ, საკუთარი მოქალაქეების დაცვა ტერორიზმისგან გაერთიანებული სამეფოსათვის გაცილებით რთული ამოცანა გახდება" - თქვა ევროპოლის ხელმძღვანელმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერონმა კი განაცხადა, რომ თუ ბრიტანელები ივნისში ხმას მისცემენ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას, ეს გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და ხელმეორე რეფერენდუმი აღარ ჩატარდება.

კომენტარები