ისნის რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, ისნის რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. კერძოდ, 11:00-დან 15:00-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მოსკოვის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ნადარეიშვილის და სამგორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები