გერმანულ მოდელში არ მიგულისხმია უმაღლესი განათლების გერმანული მოდელი. ვიგულისხმე დუალური პროფესიული განათლების სისტემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, თან უნდა ახლდეს უმაღლესი განათლების არსებული მოდელის მნიშვნელოვანი რეფორმა, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ იმ რესურსის გამოთავისუფლებას, რომელიც აუცილებელი არის გერმანული დუალური პროფესიული განათლების სისტემის შექმნისათვის. შეიძლება, ვიღაც ამას არ დაეთანხმოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ მთავრობა ხარჯავს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს იმისათვის, რომ ჩვენ ყოველწლიურად გამოვუშვათ უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდების ის რაოდენობა, რომლებიც შეიძლება, რომ სრულად ვერ საქმდებოდეს. სულ ბოლო მონაცემებით, რომელიც მე მაქვს განათლების სამინისტროდან, 40%-ზე ნაკლებია უმაღლესდამთავრებული ადამიანების დასაქმების განაკვეთი. ძალიან დაბალი განაკვეთია. ეს ნიშნავს, რომ 60%-მა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ან მთავრობამ დაუფინანსა განათლება, ან თანადაფინანსება გაწია მათ მიერ გასაწევი ხარჯის, დაასრულეს ეს განათლება და ვერ დასაქმდნენ. უფრო მეტსაც ვიტყვი. ის 40%, რომლებიც საქმდებიან, ყოველთვის არ საქმდებიან იმ პროფილით, რომელსაც 4 წლის განმავლობაში სწავლობდნენ. ეს რომ შესაცვლელია, არ მგონია, ვინმეს კითხვა უჩნდებოდეს.
tbl.ge/5l2
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
ამავე თემაზე
- განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის, სწავლების შეტანას გეგმავს
- "ზოგადი განათლების ახალი ხედვა" – წულაძემ სასკოლო განათლებაში ცვლილებები წარადგინა
- სამთავრობო კომისია შეიმუშავებს კონცეფციას, რომელსაც უმაღლესი განათლების რეფორმა დაეფუძნება
- კობახიძე: სკოლა პატრიოტულ სულისკვეთებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, პროექტი მომზადებულია
- კობახიძე: წელსვე უნდა უზრუნველვყოთ 2-3 ათასი კურსდამთავრებულისთვის 4 თვიანი სტაჟირების გავლა




