სოფლის მეურნეობა

2015 წელს თხილის ექსპორტი $7 მილიონით შემცირდა

wikimedia.org

2015 წლის მანძილზე საქართველოდან ექსპორტზე $176 მილიონის ღირებულების თხილი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით $7 მილიონით ნაკლებია. ექსპორტის კლებასთან ერთად წინა წელს თხილზე პრაქტიკულად განახევრებული ფასი დაფიქსირდა.

თხილის ფასის ვარდნა ადგილობრივი მოვლენა არ ყოფილა, 2015 წელს თხილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანა თურქეთში კარგი მოსავალი იყო, რამაც მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასის ვარდნა გამოიწვია.

საქართველო გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, აზერბაიჯანის შემდეგ თხილის მეხუთე უმსხვილესი მწარმოებელია.

კომენტარები