აფეთქება ანკარაში

ანკარაში მანქანის აფეთქებამ სულ მცირე 5 ადამიანი იმსხვერპლა

metro.us

სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სამხედრო შენობებთან მანქანის აფეთქების შედეგად. 

ვიცეპრემიერმა ბექირ ბოზდაგმა შემთხვევას ტერაქტი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ბოლო დროს ტერორისტული აქტები გახშირდა. გასულ თვეს სტამბოლში თვითმკვლელმა ტერორისტმა 10 ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები