ინვესტორთა საბჭოს სხდომა

პრემიერი: უწყებების პროექტების შესრულებას სპეციალური სამსახური გააკონტროლებს

facebook.com/KvirikashviliOfficial

მთავრობის კანცელარიაში, ინვესტორთა საბჭოს შეხვედრაზე პრემიერმინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა საბჭოს წევრებს უთხრა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების განხორციელების მიმდინარეობას.

"ინვესტორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი შეიცავს მნიშვნელოვან საკითხებს, ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. ახლახან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს საგადასახადო რეფორმას, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. მომდევნო დღეებში პრემიერმინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას. რეფორმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი მოიცავს რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობის მიერ დასახული მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება.

კომენტარები