თბილისის ხუთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

beyroutey.com/

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. კომპანია თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს და ისნის რაიონებს. სულ, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 2551 აბონენტს. 

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს (413 აბონენტი). 11:00 საათიდან 17:00 საათამდე კი, გორგასლის, გულიას და ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს (109 აბონენტი).

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), პუშკინის, ასათიანის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს (128 აბონენტი). 10:00 საათიდან 17:00 საათამდე - ჭონქაძის და ჩიტაძის ქუჩების მცხოვრებლებს (113 აბონენტი).

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიის, ჟღენტის, ხვანჭკარის, ირემაშვილის, ტყიბულის, ჩარგლის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მცხოვრებლებს (198 აბონენტი).

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ნუცუბიძის, ქართველიშვილის, კანდელაკის, ჭილაძის, ზემო ვეძისის, ზოვრეთის, ონიაშვილის, ოდესის, ლუქსემბურგის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ცხინვალის, არდაზიანის, ჩერქეზიშილის და მგალობლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს (634 აბონენტი). საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს (640 აბონენტი).

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, თეთრიწყაროს, წულაძის და ციხისძირის ქუჩების მცხოვრებლებს (444 აბონენტი).

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ" - აცხადებს თელასი.

კომენტარები