ჩვენ ყველას გვახსოვს კამპანია, რომელიც ეროვნული ბანკის მიმართულებით დაიწყო 2013 წლის მეორე ნახევრიდან, 2014 წელს, 2015 წელს... დღეს აღმოჩნდა, რომ რეზერვების გაყიდვა იქნებოდა განიავება და რეზერვების არგაყიდვა იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო. გამოჩნდა, რომ რეფირანსირების სესხები არ იწვევს ლარის გაუფასურებას. გამოჩნდა, რომ ფულის მასა კი არ გავზარდეთ, პირიქით, შევამცირეთ. გამოჩნდა, რომ შეთქმულების თეორიას ადგილი არ ჰქონია. გამოჩნდა, რომ კანონი ზედამხედველობის გამოყოფის შესახებ მთლიანად საფუძველს მოკლებულია და, რა თქმა უნდა, ძალიან უხერხულია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც მოუწევდათ იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასეთ კამპანიას ეწეოდნენ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნის დათმობა არ ხდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ, როგორიცაა ეკონომიკა, კურსი და ასე შემდეგ. მაგრამ, ეს დაკავშირებულია იმ უხერხულობასთან, რომელიც შეიქმნებოდა.
tbl.ge/j2x
დაკოპირდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.
ამავე თემაზე
- თუ შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა, განვიხილავთ - სებ-ი იმედის "ბანკზე"
- 2022-23 წლებში სებ-ის 8 თანამშრომელზე გაცემული პრემია დასაბუთებული არ იყო – აუდიტი
- ყაველაშვილმა პარლამენტს სებ-ის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარუდგინა
- Global Finance თურნავას ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით აფასებს
- საქართველოსა და კამბოჯის ეროვნული ბანკები დედოლარიზაციის პროცესზე იმუშავებენ




