ანტიტერორისტული ოპერაცია ბელგიაში

ბელგიაში ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით 10 პირი დააკავეს

Reuters

ბელგიაში, რეიდების შედეგად, ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, 10 ადამიანი დააკავეს. დაკავებულები, სავარაუდოდ, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები არიან.

ოფიციალური განცხადების თანახმად, დაკავებულები ბელგიაში ტერორისტული დაჯგუფებისათვის ახალი წევრების გადმობირებაზე მუშაობდნენ.

რეიდები ბრიუსელის ერთდროულად ოთხ რაიონში ჩატარდა. ეჭვმიტანილების სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მათი კომპიუტერები და მობილური ტელეფონები ამოიღეს.

პროკურატურის განცხადებით, რეიდები პარიზის თავდასხმებს არ უკავშირდებოდა.

კომენტარები