თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

beyroutey.com/

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გულიას და ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, შარტავას, ცაგერის, დები იშხნელების და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქოს და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების და წულუკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის და ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას შესახვევისა და ვერეს შესახვევის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების და იმედაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები