11 თებერვალი,2016

- ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოთქმული შეფასებები დღეს კიდევ ერთხელ შეაფასეს საქართველოს მთავრობის წევრებმა. მინისტრები ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებას გამორიცხავენ. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დაიბარეს. შეხვედრის დეტალებზე დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.

- ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მის გათავისუფლებასა და გადაცემის დახურვას მედიაზე კონტროლის დამყარების მცდელობად აფასებს. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ რომ ხელშეკრულება ტელეკომპანიამ უკანონოდ შეუწყვიტა. ის დავას სასამართლოში გააგრძელებს.



-
ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის გამო გამართულ აქციაზე ხუთი ადამიანი გუშინ დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან  პარტიზანი მებაღეები და ბათუმის და ქობულეთის საკრებულოს ორი წევრი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

 

კომენტარები