განათლების სისტემა

ვასაძე სანიკიძეზე: თამუნა იძულებულია დაუჯეროს თავის მოადგილეებს

მე ვიცი ამ პროგრამის რაობა. შესწავლილი მაქვს ეს საერთაშორისო დონეზე. როცა თამუნას შევხვდი, მივედი ამ პირველი ვერსიით, ამიტომ ვამბობ, რომ ტყუის, რადგან იქ ვიჯექი და ამ ყველაფერს ვუკითხავადი, ჩემი პირველი შეკითხვა იყო, ვინ შეგიკვეთათ ეს ყველაფერი-მეთქი. იქაც მომატყუეს და მითხრეს, რომ არაო, სამინისტროს ფარგლებში დაიბადა ეს იდეაო. როცა ამოვუღე და დავუდე საერთაშორისო მაგალითები ამის იდენტური, მერე ნიღაბი მოიხსნეს. თამუნას რას ვერჩი. თქვენ მართლა გგონიათ, რომ თამუნა სანიკიძე მართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს? ერთი ძალიან კარგი გოგოა. მე ადამიანურად ძალიან მიყვარს და ამ სიტუაციაში მეცოდება. თამუნა იძულებულია დაუჯეროს თავის მოადგილეებს - ქალბატონ გიგაურს და სხვებს, რომლებიც რასაც ეტყვიან, ის უნდა გააკეთოს. ისინი კი თავის მხრივ, უჯერებენ თავის ევროხელმძღვანელობას. 


ბიზნესმენი ლევან ვასაძე იმედის ეთერში სასკოლო საგან "მე და საზოგადოებაზე" საუბრობს.

კომენტარები