განათლება და საპატრიარქო

სანიკიძე: საპატრიარქოსთან მუშაობისას ხელშეკრულებას ვეყრდნობით

ტაბულა

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე სასკოლო საგან "მე და საზოგადოების" მომზადებაში საპატრიარქოს ჩართულობის მიზეზებს ხსნის. 

"სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის არის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ თუ სახელმწიფო მუშაობს რელიგიის საკითხებზე საგანმანათლებლო სფეროში, მუშაობს ამ თემებზე საპატრიარქოსთან. ძალიან მარტივია, ძალიან ნორმალურია. თუ ვეხებით რელიგიას, თუ ვეხებით რელიგიის ისტორიას, რელიგიის საფუძვლებს, მე მგონი, საპატრიარქოს ამაში კომპეტენცია გააჩნია. ამიტომაც, არსებობს გარკვეული ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია, ვიმუშაოთ. არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაიმე უნდა ვკითხოთ ან არ უნდა ვკითხოთ. ვეხებით იმ საკითხებს, რომლებშიც ძალიან კომპეტენტურია საპატრიარქო, რომელსაც აქვს განათლების ცენტრი და არ დაგვავიწყდეს, რომ საპატრიარქოსთან ყოველთვის გვექნება გადაკვეთა. იმიტომ, რომ საპატრიარქო არის სკოლების და უნივერსიტეტების დამფუძნებელი, შემოდის მთლიანად საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც რეგულირდება განათლების მიერ დადგენილი სტანდარტებით", - თქვა სანიკიძემ.

კომენტარები