განათლების სისტემა

სანიკიძე: ტერმინი "მამათმავლობა" იყო იმის განმეორება, რაც გამოიყენეს პეტიციაში

თამარ სანიკიძე
ტაბულა

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე გუშინ GDS-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს განმარტავს. სანიკიძე გუშინ მოქალაქეთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ პეტიციას გამოეხმაურა, რომლებიც მოითხოვენ, რომ სკოლებში საგნები "ჩემი საქართველო" და "მე და საზოგადოება" არ ასწავლონ. "მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორეს მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა", - წერია პეტიციაში. როგორც სანიკიძე ამბობდა, პეტიციის წაკითხვისას შეშფოთდა და ხელის მოწერასაც აპირებდა. დღეს მინისტრი ამბობს, რომ ხუმრობდა.

"ეს იყო ხუმრობა, მაგრამ, სამწუხაროდ, სატირალი ამბავია. ის, რაც წავიკითხე პეტიციაში, არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი. თავიდან ბოლომდე ტყუილი, ცილისწამება. ხოლო რა დგას ამ განზრახვის უკან, დაე, ვკითხოთ იმ ადამიანებს. ამაში რეალობის მარცვალიც კი არ იყო. მე ამ თემას აუცილებლად გავშლი. როგორც კი დავასაბუთებ, თუ საჭირო გახდა, მივმართავ სასამართლოს ცილისწამებისთვის", - თქვა სანიკიძემ.

თამარ სანიკიძემ მის მიერ ტერმინ "მამათმავლობის" გამოყენებაც ახსნა. "ეს ტერმინი იყო განმეორება იმისა, რაც იმ რამდენიმე ადამიანმა გამოიყენა ტექსტში. თუ ბოდიშის მოხდა გინდათ იმისთვის, რომ ვინმემ ტერმინი არასწორად გამოიყენა, მიმართეთ მათ, ვინც გამოიყენეს", - განმარტა მინისტრმა.

კომენტარები