შეხვედრა ჩეხეთის ვაჭრობის მინისტრთან

საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი და ჩეხეთის ვაჭრობისა და ინდუსტიის მინისტრი
president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს იან მლადეკს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის თემა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება იყო. შეხვედრაზე მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების DCFTA პოტენციალის ამოქმედებაზეც ისაუბრეს. საუბარი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩეხური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსაც შეეხო. 

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.  

 

კომენტარები