ისნის რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
"ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რკინიგზის სახლების და კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პატარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს",- წერია განცხადებაში.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.





