ტრანსპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირეები იზრდება

facebook.com/AirportsGeorgia

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის დავთ აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ფრენების სიხშირე იზრდება. "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ქუთაისი-კიევის მიმართულებით, 27 მაისიდან კვირაში მე-4 სიხშირეს დაამატებს, 4 ივნისიდან კი ავიარეისები ყოველდღიურად შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, "ურალის ავიახაზები“ 24 თებერვლიდან ამატებს მეორე, 1 აგვისტოდან კი მესამე სიხშირეს ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით. ავიარეისები 24 თებერვლიდან ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, 1 აგვისტოდან კი ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინული ავიაკომპანია რეისებს ასრულებს ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას 07:15 საათზე, "ურალის ავიახაზები“ კი - ყოველ შაბათს, 21:00 საათზე.

წელსვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანიის Wizz Air-ის რეგიონული ბაზა გახდება, რაც აეროპორტის მგზავრთნაკადს კიდევ გაზრდის.

კომენტარები