აშშ-რუსეთი

რუსეთი აშშ-ის მიერ სამხედრო კონტინგენტის ზრდას "სიმეტრიული ზომებით" უპასუხებს

RIA Novosti

ამერიკის შეერთებული შტატები 2016 წელს ევროპის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის 4-ჯერ გაზრდას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, RIA NOVOSTI-სთან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ანდრეი კელინმა, თქვა, რომ რუსეთი არ გადადგამს "სიმეტრიულ ნაბიჯებს", მაგრამ საპასუხოდ მიიღებს "სიმეტრიულ ზომებს".

"თანხების იმ რაოდენობის გათვალისწინებით, რომელსაც ამერიკელი პარტნიორები დებენ, სიმეტრიული ნაბიჯების გადადგმა ნაკლებად სავარაუდოა. მომავალ წელს ისინი ოთხჯერ მეტი თანხის ჩადებას აპირებენ. სიმეტრიული ნაბიჯები საჭირო არაა, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ ვიღებთ და მომავალშიც მივიღებთ სიმეტრიულ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს ნორმალურ სტრატეგიულ და სამხედრო მდგომარეობას", - თქვა კელინმა.

კომენტარები