რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა

ფოფხაძე: ზოგიერთმა თავისუფლება იგრძნო და სხვისი რელიგიური გრძნობები შელახა

ეს არის გარკვეული პრევენციული ღონისძიება, რომელშიც ადმაიანის უფლებების კუთხით პოზიტიურის გარდა ვერაფერს ვხედავ. ბოლო დროს იყო ცუდი პრეცედენტები, რაც მე შევაფასე, როგორც თავისუფლების ხარისხის ზრდა. სააკაშვილის რეჟიმის დროს დათრგუნული იყო ყველაფრის გამოხატვა. როცა რეჟიმი მოიხსნა, ხალხმა თავისუფლება იგრძნო, ვიღაცამ ეს თავისუფლება არასწორად გამოიყენა და სხვისი რელიგიური გრძნობები შელახა. ხშირად მართლმადიდებლების მხრიდან ხდებოდა ეს, ჩვენ, მართლმადიდებლებიც ხანდახან განვიცდით ძალიან უსამართლო თავდასხმებს იმ ადამიანებისგან, ვისაც ღმერთის არ სწამს. არ გწამს და ნუ გწამს, მე ხომ არ მოვდივარ და არ გარწმუნებ საწინააღმდეგოში? მე შეურაცხყოფას რატომ მაყენებ? ეს არის ყველას თავისუფალი არჩევანი და ამ არჩევანის თავისუფლება სახელმწიფომაც უნდა უზრუნველყოს.

ნეტგაზეთის ცნობით, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი ქმედება ხდება.

კომენტარები