პრეზიდენტის მოხსენება

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე დღეს, 14:00-ზე წარსდგება

გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მოხსენება, 2015
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს დღეს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს. პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქუთაისში, 14:00 საათზე მოისმენს.

ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, ეს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ხდება. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს – 2 თებერვალს გაიხსნა, სესიის პირველი პლენარული სხდომა კი, დღეისთვის, 3 თებერვალს ჩაინიშნა.

პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას მთავრობაც დაესწრება. პრეზიდენტის ანგარიშს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მოისმენს.

პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ, ე.წ. პოლიტიკური დებატები კი არ გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ გუშინ მიიღო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკარტების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, გამოსვლების ის ფორმატი მოითხოვეს, როცა პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა აქვს უმცირესობას, უმრავლესობას, ვიცესპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატებს. ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით გამოსვლის შესაძლებლობა პარლამენტის იმ წევრებსაც უნდა მიეცეთ, რომელიც ფრაქციების თავმჯდომარეები არ არიან. მათი მოთხოვნა ბიუროს წევრმა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციათა თავმჯდომარეთა გამოსვლა სრულიად საკმარისი იქნება.

კომენტარები