კრიმინალი

კახეთში 14 წლის გოგო სანადირო თოფით დაჭრეს

metro.us

კახეთში, სოფელ მატანში 14 წლის გოგო 22 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით დაჭრა. ამ მომენტისთვის, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და ის ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უცნობია, გასროლა შემთხვევით თუ განზრახ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ბრალდებული ცხელ კვლაზე დააკავეს და გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები