საკითხები, რომელიც იწვევს განსხვავებულ აზროვნებას და მიდგომას, განხილული არ იქნება კრებაზე, მაგალითად, კალენდარი. ზოგიერთი ეკლესია ძველ სტილზეა [საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის, სერბეთისა და პოლონეთის] ზოგიერთი ახალზეა [კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და ამერიკის] მაგრამ ეს არ არის დოგმატი, და ამიტომ დასაშვებია ესა. ჩვენ როგორც ვიყავით ძველ სტილზე, ისე დავრჩებით ძველ სტილზე
მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი და წმიდა კრება 2016
პატრიარქი: ზოგი ეკლესია ძველ სტილზეა, ზოგი ახალზე, კალენდარი დოგმატი არ არის
tbl.ge/6d1
დაკოპირდა
მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეხვედრიდან დაბრუნებულმა საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, 2016 წლის 27 ივნისს დაგეგმილ მართლმადიდებელი ეკლესიების დიდ და წმიდა კრებაზე ისაუბრა
მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი და წმიდა კრება 2016საეკლესიო კალენდარიდიდი და წმიდა კრებამსოფლიო კრებაძველი სტილიახალი სტილი