ხვალიდან ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდება

გრიპის ვირუსის გამო სკოლამდელ დაწესებულებებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება. თბილისის  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, სწავლის უფრო დიდი ხნით შეწყვეტის საფუძველი ამ ატაპზე არ არის.

„ხვალიდან ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში განახლდება სასწავლო სააღმზრდელო პროცესი. ჩატარდა დამატებითი რეცხვა-დეზინფექციის სამუშაოები და ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემებით, სწავლის კიდევ უფრო დიდი ხნით შეწყვეტის საფუძველი არ გვაქვს. აქედან გამომდიანრე, შევხედავთ განვითარებულ მოვლენებს, თუ იქნება თუნდაც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული, კვლავ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“ - აცხადებს ნინო ბურძენიძე.

ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციით, წელს გრიპის ვირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა. 

კომენტარები