დაკავებული მაღალჩინოსნები

გიგაური: ცხადია, ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრები არსებობენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის განცხადებას, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნება ნადია სევჩენკოსა და გიგი უგულავას პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობიდან გათავისუფლება, რუსთავი 2-ის ეთერში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გამოეხმაურა.

"ცხადია ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნის იმიჯისთვის, ცხადია ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და პატიმრები არსებობენ და ამის თქმის ძალიან ბევრი საფუძველი არის. მაგალითად human rights watch საუბრობს დამატებით არგუმენტზე, საუბრობს არა მხოლოდ სასამართლო პროცესებზე, არამედ საუბარია იმაზეც, თუ როგორ ხდება ზოგადად, გამოძიების დაწყება.

ანუ, ძალიან ბევრი საჩივარი არის შესული პროკურატურაში და მხოლოდ იმ საჩივრებზე იწყება გამოძიება, სადაც ფიგურირებენ ოპონენტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ყოფილი თანამდებობის პირები. ზუსტად ამიტომ საუბრობს human rights watch, რომ აქ არის დარღვევები და ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული", - განაცხადა გიგაურმა.

კომენტარები