რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ჯანელიძე: რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვინდა, სამწუხაროდ, ხელს კონფლიქტი გვიშლის

ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ რუსეთთან და რუს ხალხთან გვქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობები, როგორც ეს აღნიშნა ასევე ბატონმა სერგეი ლავროვმა და რასაც მივესალმებით. სამწუხაროდ, ჩვენს სურვილს, გვქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობები, ხელს უშლის საერთაშორისო კონფლიქტი, რომლის შედეგადაც, დღეს ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შესაძლოა შეხვედრა შედგეს, თუ იქნება შესაბამისი გარემოებები და იქნება შესაბამისად მომზადებული.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

კომენტარები