თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის ცნობით,შეზღუდვა შეეხება კრწანისის, ისნისა და საბურთალოს რაიონებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, 40-წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის I, II, III ქუჩების, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, გორგასლის, ხონელის, ხარფუხის, ტაბახმელას, ცურტაველის, ორთაჭალის, წინანაურის, ნადიკვარის და გრიშაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, 40 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ღვინის აღმართის, მეტეხის აღმართის, ფირაქიშვილის, დესპინე გელოვანის, რუისის, ჯორბენაძის, ბოროდინის, ჩეხოვის, ურბნისის, მეტეხის, ისნის, ქეთევან წამებულის, ფერიცვალების, ფაღავას, ალიხანიანის, სართიჭალის, ლაგოდეხის, ნავთლუღის, ირბახის, ბოჭორმის, იალბუზის, სამასი არაგველის, ბოდბეს, შავსოფლის, ხერხეულიძის, სართიჭალის, ლუსინიანის, ზახაროვის, უჯარმის, პატარძეულის, საექიმოს, არბოშიკის, დოლაბაურის 1 ქუჩის, ლეხ კაჩინსკის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის და საექიმოს ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე - ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე - არდაზიანის, ზემო ვეძისის, ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ლვოვის, ვაზისუბნის, ონიაშვილის და ოდესის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





