ჩვენ გვქონდა წინასწარი თათბირი, თუ როგორ გავზარდოთ რეგიონებში ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ხილვადობა და ამ მიმართულებით სტრატეგიული კომუნიკაცია გავაძლიეროთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია დაიგეგმოს ყველა მიმართულებით, რათა მოსახლეობა ინფორმირებული იყოს იმ დახმარების პროგრამების შესახებ, რომელსაც საქართველო იღებს ევროკავშირისგან. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა სიკეთეები მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, თუ როგორ ხდება ქვეყნის ტრანსფორმაცია იმ მიმართულებით, რომ საქართველოში ცხოვრება იყოს უკეთესი, რათა ნებისმიერი ადამიანისთვის გაფართოვდეს შესაძლებლობათა სპექტრი, იმისთვის,რომ მიიღოს უკეთესი განათლება, კომპანიებმა განახორციელონ ექსპორტი ევროპის ბაზრებზე და ა.შ.
tbl.ge/ps
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა




