ბაგა-ბაღები

თბილისის ბაგა-ბაღებში სწავლა 1 თებერვლამდე შეწყდა

თბილისის ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 1 თებერვლამდე შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

"ვითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს აღემატება, პრევენციის მიზნით სწავლა, მინიმუმ, რამდენიმე სამუშაო დღის განმავლობაში უნდა შეწყდეს.

სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდეს 2016 წლის 28 იანვარს და განახლდეს ამავე წლის 1 თებერვალს", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ვირუსის გავრცელებისა და უამინდობის გამო, სასწავლო პროცესი სამი დღით შეწყდა ქვეყნის მასშტაბით 395 სკოლაში. 

კომენტარები