უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ახალ ანგარიშში ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის, პროდიუსერის ლექსო მაჭავარიანის და სტუდენტ სალომე ხვადაგიანის დაკავებაც მოხვდა.
"ოქტომბერში, პოლიციამ მცირე ხნით დააკავა ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი, პროდიუსერი და ერთ-ერთი აქტივისტი იმის გამო, რომ ისინი თბილისში, ღობესა და განათების ბოძზე აკრავდნენ პლაკატებს, რითიც აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებებს რუსეთის მსხვილ ენერგოკომპანია გაზპრომთან. სამივეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა ედებოდათ ბრალად. ტელეკომპანია ტაბულა ხელისუფლების კრიტიკით არის ცნობილი", - ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილი და ლექსო მაჭავარიანი ბოძზე Gazprom-ის საწინააღმდეგო პოსტერების გაკვრის გამო სამართალდამრღვევებად ცნო. სასამართლომ ლექსო მაჭავარიანს პასუხისმგებლობა არ დააკისრა, ჩერგოლეიშვილს კი, სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.





