29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭო მორიგ სხდომას გამართავს. სხდომა პრეზიდენტის მოწვევით, NATO-ს ვარშავის სამიტსა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე ჩაინიშნა.
"საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 29 იანვარს 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა:
1. მზადება NATO-ს ვარშავის სამიტისთვის; 2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით", - ამბობენ ეროვნული უშიშროების საბჭოში.
სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.